სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომანქანა დედას და მის ორ შვილს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი შვილებთან ერთად გზაზე გადადიოდა.
მძიმედ დაშავდა შუახნის ქალი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ასევე, კრიტიკულია 17 წლის მოზარდის მდგომარეობაც, რომელსაც მოტეხილობები და თავის ტრავმა აქვს მიღებული.
ექიმები არ გამორიცხავენ, რომ რომელიმე მათგანის თბილისში გადაყვანა მოხდეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.