17 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
კახეთში მომხდარი ინციდენტი - შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებული ქალია. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებულ ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს თელავში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვა სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გურჯაანში ხელოვნური ბარიკადები დაახვედრეს და თელავში ჩასვლის უფლება არ მისცეს. აქტივისტები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ბლოკირებული გზის გახსნას. 

დღის ამბები