17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
სამჯერ გაზრდილი იყო მეორე ტურზე მადისკრეტირებული გვერდების რაოდენობა - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მეორე შუალედურ ანგარიშს დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები გაასაჯაროებს.

მთავრი თემა არჩევნები და სოციალური მედიაა. სამოქალაქო სექტორის წევრები ამბობენ, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, როცა სოციალურ მედიაში ხშირი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიური ნაწილის გასაჯაროება - ძირითადად აქცენტი სწორედ ამაზე კეთდებოდა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები მეტ დეტალზე დღეს ისაუბრებენ, ანგარიშის პრეზენტაციის დროს.

„ანგარიში შეეხება დისკრედიტაციულ კამპანიებს რომლებიც მიმდინარეობდა სოციალური ქსელების, კონკრეტულად ფეისბუქის მეშვეობით. სამჯერ გაზრდილი იყო მეორე ტურზე ასეთი მადისკრეტირებული გვერდების რაოდენობა. გარკვეულ წილად ასეთი კამპანიები ემსახურება იმას, რომ პოლარიზება მოხდეს,“ - ამბობს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები