17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
კირკიტაძეს თავდებში "ოცნების" დეპუტატები უდგებოდნენ - ადვოკატი

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით ბრძოლა გაგრძელდება. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, ადვოკატის თქმით დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებოდა 27 დეპუტატი, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ, თუმცა ეს მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

"სიმბოლურია, რომ მოსამართლე სათათბიროდაც კი არ გავიდა ელემენტარულად რომ გადაეწყვიტა საკითხი. უამრავი ახალი მტკიცებულებები წარვუდგინეთ. წარვუდგინეთ 27 პარლამენტარის თანხმობა თავდებთან დაკავშირებით. ასევე გაცხადდა საჯაროდ  რომ აქ არ იყვნენ  მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობის პარლამენტის წევრები, აქ იყვნენ უმრავლესობის პარლამენტის წევრები. ჩემთვის როგორც გახდა ცნობილი კახა ოქრიაშილმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით. აქ იყო დამოუკიდებელი დეპუტატები,"-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა

დღის ამბები