17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"უნდათ მთელი მონოპოლია აიღონ" - ადგილობრივი მძღოლები ბაზარზე კომპანია "მეტროს" შემოყვანას აპროტესტებენ

მიკრო ავტობუსების და ავტობუსების მძღოლები თურქული ავტოსატრანსპორტო კომპანიის “მეტროს” ბაზარზე შემოყვანას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ დატოვოს კომპანიამ საქართველო. ისინი თბილისის მერიასაც მიმაღტავენ და მოუწოდებენ ხელი შეუწყონ ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებს.

ამჟამად კომპანია კომპანია "მეტროს" რამდენიმე ავტობუსით ხდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მგზავრების გადაყვანა. მძღოლების თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი აქტიურ ხასიათს მიიღებს.

„შემოვიდა უცხო კომპანია და ჩვენ ადგილობრივ ხალხს, ჩვენ მონაპოვარ, ჩვენ ნაშრომს, ნაწვალებს გვართმევს ერთი თურქი კრიმინალი, ჩამოყალიბებული კრიმინალია. ამათ უნდათ მთელი მონოპოლია აიღონ, ტურისტის მხრივ გინდა, ყველა მხრივ უნდა, რომ ხელში ჩაიგდოს ყველაფერი, რა ვქნათ ჩენ, რა გავაკეთოთ.“ - განაცხადა ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელმა.

მძღოლების აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. ლავრენტი ალანია ამბობს, რომ 

„მერიამ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ შეისწავლოს ეს, რომ უკანონოდ არის მგზავრთა გადაყვანა ჯერ ერთი ტრანსპორტის კუთხით. მეორე - ეს ჯიხური რომ დგას, მერიამ ააღებინოს ეს ჯიხური აქედან და ფაქტობრივად მოვიდეს უსაფრთხოების ნორმები, რომ ქვევით ხალხი არ დაზარალდეს,“ - განაცხადა  ალანიამ.

დღის ამბები