სასამართლო არ არსებობს დღეს - ასე აფასებს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ნიკა მელია. ენმ-ს წევრი აცხადებს რომ მოლოდინი იმისა, რომ სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს არ ჰქონდათ და ამის დასტური იყო პოლიციის სრული მობილიზაცია სასამართლოს შენობასთან. ნიკა მელიას თქმით გარდა იმისა, რომ სასამართლოს გარეთ სამართალდამცავების დიდი რაოდენობა იდგა, ასევე სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ დარბაზშიც.
„30 ადგილიან სხდომათა დარბაზში, 10 სუს-ის თანამშრომელი იყო მოკალათებული. ან რას აკეთებდნენ, რომელიც კირკიტაძის თანაკლასელები ესენი იყვნენ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით ხელისუფლებას სურს ოპოზიციის სრული განადგურება.
„ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ივანიშვილს თუ ჰგონია რომ ახალ წელს გადააგორებს და მერე ვიღაცას დაიჭერს... კირკიტაძემ ორჯერ მოუგო სალომე ზურაბიშვილს რუსთავი. პოლიციის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილო, მაგრამ უკანონო მოთხოვნებს არ დავემორჩილებით,“-განაცხადა ნიკა მელიამ.