დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შეუამდგომლობას პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან გირაოს გამოყენების პირობის დარღვევით ასაბუთებს. როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, დავით კირკიტაძეს 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო თუმცა მან ჩაიდინა დამატებით დანაშაული, რის გამოც დადგა მისი პატიმრობის აუცილებლობა.
„პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. ჩვენ აღნიშნულს ვასაბუთებდით შუამდგომლობაში აღწერილი გარემოების მიხედვით. მას 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარი ოდენობით. მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში,“-განაცხადა პროკურორმა.