17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
დავით კირკიტაძე არის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას პირადი პოლიტიკური პატიმარი-ზაალ უდუმაშვილი

პრაქტიკულად  ჩვენთვის ცნობილი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, როდესაც აქ დაგვხვდა ათასობით პოლიციელი მობილიზებული-ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, პოლიციის მობილიზება ნიშნავდა იმას, რომ უკვე წინასწარ იყო გადაწყვეტილება მიღებული.

„როდესაც აქ დაგვხვდა ათასობით სამართალდამცავი მობილიზებული ეს ნიშნავდა იმას, რომ  გადაწყვეტილება დაწერილია, მოსამართლეს დაუდეს  მაგიდაზე, და ეს უნდა წაეკითხა მოსამართლეს. დღეს დავით კირკიტაძე არის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას პირადი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება ოპოზიციაზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღეს ხელისუფლებამ კანონი ფეხქვეშ გათელა.

"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. დღეს ქართულ სახელმწიფოებრიობას შეემატა მორიგი პოლიტიკური პატიმარი,“-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები