ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა თუ როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დღეს ქართული პოლიცია დაკომპლექტებული - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა სასტურო „ბილტმორში“ გააკეთა, სადაც მან წლიური ანგარიში წარმოადგინა. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს თავშეკავებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
"ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გვაქვს ჩვენ შსს-ში და ძალიან დიდი თავდადება და პატრიოტიზმი საქართველოს და მისი მთავარი ინტერესების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. იმ თავშეკავებისთვის, იმ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში გვაჩვენებენ თითოეულ ჩვენთაგანს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.