29 სექტემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ქურდობა სოფელ ნასაგურში - გატეხილია ყველის და სუნელების საწარმო

სოფელ ნასაგურში, სუნელების და ყველის საწარმო გაქურდეს. დილით, ადგილზე მისულ თანამშრომლებს, საწარმოს კარი გატეხილი და პროდუქცია მთლიანად გატანილი დახვდათ. წაღებულია ასევე ინვენტარი.

გატეხილი და გაქურდულია საწარმოს უკან მდებარე ყველის საწყობიც. მიუხედევად იმისა, რომ საწარმოში თანხა არ ინახებოდა, თანამშრომლების თქმით, ზარალი მაინც დიდია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. პოლიციას მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებია.

დღის ამბები