17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ევროპული ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია - პანკისელი მასწავლებლები და დირექტორები ორ დღიან ტრენინგს გადიან 

ევროპული ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაცია და მისი სარგებელი - ამ საკითხებზე აწვდიან ინფორმაციას პანკისელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს მთავრობის კანცელარიაში.

პანკისელი მოსწავლეები და მასწავლებლები ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.

სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებულია.

პროგრამის მეორე ეტაპზე, პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელშიც გაემგზავრებიან.

„მასწავლებლებს, პედაგოგებს, დირექტორებს რომელთაც შეხება აქვთ მოსწავლეებთან ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი. იმ პირობებში, როდესაც თქვენ იცით, რომ უცხო არ არის ჩვენი ქვეყნისთვისაც ის რუსული პროპაგანდა, რომელიც ცდილობს მითები და სტერეოტიპები შექმნას ძალიან ცრუ ევროკავშირთან თუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, რომ ეს კითხვები დაისვას და პასუხები გაეცეს პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის, მათ საკუთარი თვალით ნახონ ის, რაზეც შეიძლება რუსული მედია სხვადასხვა არხებით საუბრობდეს დამახინჯებულად,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები