17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
დავალიანების გამო გათიშული ელექტროენერგია - სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლები მერიისგან დახმარებას ითხოვენ 

ქუთაისის მერიასთან ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები დახმარების თხოვნით მოვიდნენ. მათი თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავალიანების გამო დენის მრიცხველები მოუხსნეს და პატარა ბავშვები სიცივეში დარჩნენ. შენობაში არც ბუნებრივი აირია.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიასა და "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს.

შუშანიას თქმით, სოციალური საცხოვრისი ავარიულ მდგომარეობაშია და მისი შეძენა-რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.

“ნამდვილად აქ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ამაში არა მარტო ქუთაისის მერი, არამედ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან ჩართულები და ის ჯგუფი, რომელიც მეორე ტურში დახმარებისათვის მოიხმეს წაგებული პირველი ტურის შემდეგ, სწორედ აი, ამ გარიგების სანაცვლოდ ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ და ქუთაისი, ნაცვლად იმისა, რომ ეს სამ მილიონ ნახევარი ლარი უკან ამოვიღოთ და დაკავებული იქნეს და დასჯილი იქნეს ადამიანები, რომლებმაც გაფლანგეს ბიუჯეტიდან, რბილად რომ ვთქვათ, ეს თანხა და დღეს ადამიანები ცხოვრობენ არაადამიანურ პირობებში, ნაცვლად ამისა, უკვე გაჩნდა ახალი თანხა,“ - აცხადებს შუშანია.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე შუშანიას ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ კომპანია „სანოსთვის“ დავალიანების დაფარვა ბიუჯეტში გათვალისწინებულია, მის მიცემას არ აპირებენ. პირიქით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მისგან მილიონ ლარზე მეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ, რისთვისაც სასამართლოს უკვე მიმართეს.

დღის ამბები