არასერიოზული, არაკომპეტენტური და სასაცილო-ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, "ქალთა მოძრაობის" პროტესტს, რომლითაც სამოქალაქო სექტორის წევრები მას სექსუალური ძალადობის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ადვოკატის კლიენტთან გაიგივება არ შეიძლება და თუ მოძრაობის წევრები, კრიტიკის ზღვარს გადავლენ, ისინი სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.
„არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები და არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი სადაც იქნება გადაცილებული ისინი მიიღებენ იმ სამართლებივ პასუხს, რომელიც არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით. ის ტექსტიდან ამოგლეჯილ კონტექსტი, რომელიც აქვს დახვეული „ქალთა მოძრაობას" ხელში, მე ძალიან გთხოვთ დაინტერესებულ პირებს, არის გაშუქებული არაერთი ჩემი კომენტარი, არის მოჭრილი. დაანებონ ორმაგი სტანდარტით განცხადებების კეთებას. მეორე ტურის პერიოდში, პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც დღეს არის პრეზიდენტი, ეს ხალხი არც თუ სასიამოვნო ტერმინებით ამკობდნენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მიგვაჩნია რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიმართ გაკეთებული მცდელობა რომ კიდევ რაღაც ჩირქი მოსცხონ, რაღაც აბსურდული კომენტარებით,“-განაცადა დიმიტრი გაბუნიამ.