17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ავტოფარეხის კედელზე გამოსახული გრაფიტი - ბენქსის პროტესტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ

ანონიმმა მხატვარმა უელსის ქალაქ პორტ ტელბოტში ავტოფარეხის კედელზე გრაფიტი გამოსახა - ხელგაშლილი ბიჭი ციგით, რომლის გვერდზეც საწვავი ღუმელიდან ნაცარი თოვლის მსგავსად იყრება.

გრაფიტი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი, ნახატის ავტორმა, ბენქსიმ საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ გრაფიტი მას ეკუთვნის. ასე გამოხატა მან პროტესტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ.

ქალაქი პორტ ტელბოტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში წლის დასაწყისშიც მოექცა, მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გახდა, რომელმაც ის ბრიტანეთის ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში შეცდომით შეიყვანა.

დღის ამბები