17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული კამპანიის გააქტიურება - "სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული კამპანიის გააქტიურება სოციალურ ქსელში - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში სამართლიანი არჩევნების წევრებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს.

მთავარი პრობლემა კი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, დეზინფორმაციის გავრცელებაა.

განსაკუთრებით გაიზარდა გრიგოლ ვაშაძის მადისკრედიტირებელი გვერდების რაოდენობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამოქმედებული მსგავსი შინაარსის გვერდების რაოდენობას საგრძნობლად აჭარბებს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ გარდა საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაციისა, აგრესიული კამპანია ასევე მიმართული იყო იმ პარტიების და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც მათ მხარდაჭერას უცხადებდა.

„მთავარი მიგნება არის ის, რომ როგორც პირველი ტურის ბოლოს, ასევე, მეორე ტურის მთელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებული იყო დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული კამპანიები Facebook-ზე მიმდინარე, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მეორე ტურის წინ,“ - ამბობს მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები