17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
დახურული შახტები და გაუსტუმრებელი ხელფასები - მეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულში 

საპროტესტო აქცია ტყიბულში - მეშახტეები სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას ითხოვდნენ. ისინი დღეს მინდელის სახელობის შახტთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხუთი დღეა ანაზღაურების ჩარიცხვას ელოდებიან. მეშახტეების განცხადებით, ხელფასის დაგვიანების, გამო საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან. 

მეშახტეების ნაწილი, რომლებიც დილით გეგმიური სარემონტო სამუშაოებისთვის შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად შახტიდან აღარ ამოდიოდა. 

აქციის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მეშახტეებს სახელფასო დავალიანება ჩაურიცხეს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათ თქვეს, რომ შიმშილობას დაიწყებდნენ. 

მინდელის შახტში უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 6 მეშახტე ემსხვერპლა, შახტები დალუქულია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას შახტების გახსნას და მუშაობის დაწყებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

 

 

 

 

დღის ამბები