17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ველისციხის ინციდენტი - სამართალდამცავებმა ბრალი ოპოზიციის კიდევ ერთ წევრს წაუყენეს

ვალერი მუსაევს, რომელსაც გამოძიება ძალადობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მუსაევის ადვოკატი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ველისციხის ინციდენტის დროს ავტობუსში მყოფი პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

„თითქმის იდენტური ბრალი აქვს წაყენებული, რაც წაყენებული აქვს დავით კირკიტაძეს, მაგრამ აღნიშნულ გარემოებებს ბრალდებული უარყოფს. ის იყო სულ სხვა საქარე მინასთან ასული და შესაბამისად, რაც განახორციელა მან, ითხოვდა, რომ ავტობუსი გადაეგორებინათ და ამ მოთხოვნასთან ერთად, ხელს ურტყამდა საქარე მინას. მას არც ავტობუსი არ დაუზიანებია, შესაბამისად, არც პოლიციელზე განუხორციელებია ძალადობა,“ - განაცხადა ადვოკატმა, ბაადურ გულიაშვილმა.  

დღესვე ბრალი წარედგინა შოთა დალაქიშვილის ცემისთვის დაკავებულ ორ პირსაც. 

დღის ამბები