17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
პირველი პრეზიდენტის საქმის შესაძლო დახურვა - ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა ათონელის რეზიდენციასთან აქცია გამართეს 

პირველი პრეზიდენტის საქმის ხანდაზმულობის ვადის გამო შესაძლო დახურვა, დღეს აქციაზე გააპროტესტეს.

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ.

პირველი პრეზიდენტის მომხრეები სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"მივმართავთ დღეს პეტიციით აუცილებლად და მის ადმინისტრაციაში შევა ეს წერილი, რათა მან თავისი სიტყვა შეასრულოს და ყურადღება მიაქციოს ამ საქმეს, რადგან საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის არ გამოძიება ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სახელმწიფოდ კიდევ ვერ შედგება,“ - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება ზვიად გამსახურდიას“ წევრმა, მალხაზ გორგასლიძემ. 

დღის ამბები