26 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
ლონდონში გეთვიკის აეროპორტის მუშაობა კვლავ პარალიზებულია

ლონდონში გეთვიკის აეროპორტის მუშაობა კვლავ პარალიზებულია. მიზეზი დრონები გახდა, რომელიც აეროდრომის თავზე შენიშნეს.

უსაფრთხოების მიზნით ასაფრენი ბილიკები გადაკეტეს, შეწყდა რეისების მიღება. მომხდარის გამო აეროპორტიდან არც ერთი თვითმფრინავი არ გაფრენილა.

ადმინისტრაციამ მგზავრებს ბოდიში მოუხადა და გააფრთხილა რომ შეფერხებები კიდევ რამდენიმე საათი გაგრძელდება. თვითმფრინავების ნაწილი ჰითროუს, ლუტონისა და მანჩესტერის აეროპორტებმა მიიღეს. ნაწილი კი პარიზში გაგზავნეს.

გეთვიკის თავზე დრონების გამოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები იმ პირებს ეძებენ, რომლებიც აპარატებს მართავდნენ. დღევანდელი ინციდენტის გამო 10 ათასი მგზავრი დაზარალდა. როდის განაახლებს მუშაობას გეთვიკის აეროპორტი ჯერჯერობით უცნობია.


დღის ამბები