17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ვაზისუბანში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

თავდასხმა საქართველოს ბანკზე - დააყაჩაღეს ვაზისუბნის ექსპრესფილიალი. 4 ნიღბიანი ბანკის შენობაში სამუშაო საათების დასრულების წინ შეიჭრა, როდესაც ინკასაციის მანქანებს ფული უნდა წაეღოთ.

დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

 

დღის ამბები