17 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
გლდანში მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები დაპირებული შეშის გარეშე დარჩნენ

გლდანში მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები დაპირებული შეშის გარეშე დარჩნენ. გლდანის გამგეობამ ბიუჯეტიდან თანხა გამოყო, ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანია „ლაიკას“ შეშით მოსახლეობის მომარაგება დაავალა, თუმცა სატვირთო, რომლითაც აბაშიდან თბილისში შეშა ჩამოჰქონდათ, საჯარიმოზეა გადაყვანილი.

კომპანია „ლაიკას“ მიერ დაქირავებული, შეშით დატვირთული მანქანა გუშინ, ჯერ გარემოს დაცვის სამსახურმა გააჩერა, შემდეგ თბილისში მძღოლს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სასაქონლო ზედნადების დოკუმენტი მოსთხოვეს.

შეფერხების შესახებ მძღოლმა გლდანის გამგეობას შეატყობინა, თუმცა მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა პასუხისმგებლობა მოიხსნა.

მომხდარის გამო კი შეშის მოლოდინში მყოფი მოსახლეობა, ისევ სიცივეშია. კომპანიას კი სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს.

დღის ამბები