17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა მოზარდს იმ დროს დაეჯახა, როცა ის რამდენიმე მეგობართან ერთად გზაზე გადადიოდა.

მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძღოლი, რომელსაც შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, პოლიციაშია გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები