17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
დაპირისპირება ველისციხეში - ვალერი მუსაევის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დავით კირკიტაძესთან ერთად, ძალადობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე, ბრალდებულ ვალერი მუსაევის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ადვოკატი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ველისციხის ინციდენტის დროს ავტობუსში პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
გუშინ ბრალი წარედგინა ოპოზიციის მხარდამჭერის შოთა დალაქიშვილის ცემისთვის დაკავებულ ორ პირსაც.

დატოვებს თუ არა მათ მოსამართლე პატიმრობაში, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღის ამბები