17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა - არასამთავრობო ორგანიზაციები კვლევის შედეგებს გაასაჯაროებენ 

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და სამოქალაქო სექტორის მონიტორინგი - რეფორმას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს შეაფასებენ. 

ისინი სახელმწიფო უწყებების მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მიზნით განხორციელებულ აქტივობებს, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დაადგინეს, რომ აქტივობების 100 პროცენტიდან მხოლოდ 53%-ია შესრულებული. დეტალებს ორგანიზაციები “IDFI” და “EMC” დღეს გაასაჯაროებს.

“დავაკვირდით იმ 100-მდე აქტივობას,რომელიც მიმართულია მწვავე და კრიტიკული საკითხების მიმართ, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს, ჩვენს მიერ შესწავლილი აქტივობების დიდი ნაწილი, დაახლოებით 53%, ამ დროისთვის პასუხისმგებელი უწყების მიერ შეუსრულებელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ იქნა გადადგმული ეფექტური ნაბიჯები იმისთვის რომ შესრულებულიყო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ მხატვარი.

დღის ამბები