შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე ქუთაისშია. რამდენიმე საათში საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები დაიწყება. დეპუტატებს გიორგი გახარიასთან არაერთი შეკითხვა აქვთ. კანონმდებლები ამბობენ, რომ მათი კითხვები მინისტრის მიმართ მწვავე და კრიტიკული იქნება.
გიორგი გახარიას დღევანდელ გამოსვლას, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამაც დაესწრება.
როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას მინისტრთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს - სად არის მისი შვილი მკვლელი.
"ყოველდღე მე შს სამინისტროსგან და პროკურატურისგან სიახლეებს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერია გაკეთებული ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამის გამო ვარ ჩამოსული პირადად დავესწრო და მოვუსმინო მინისტრისა და დეპუტატების პასუხებს.
შს სამინისტროში მიმეორებენ ერთი და იმავეს, რომ მზად არიან დამნაშავეების დასაკავებლად, მაგრამ პროკურატურა ფაქტია იკავებს თავს. სად არის ჩემი შვილის მკვლელი?- ეს არის ჩემი უდიდესი და მთავარი კითხვა, სამწუხაროდ არ მგონია ეს კითხვა დამასმევინონ,“-ამბობს ზაზა სარალიძე.
გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში 14:00 საათზე ელოდებიან. შს მინისტრი ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.