სტალინის დაბადების 139-ე წლისთავი აღნიშნეს დღეს გორში. კომუნისტური პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა წითელი დროშებითა და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებით სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში მიტინგი გამართეს.
მოგვიანებით მსვლელობით გორის საკრებულოსთან გადაინაცვლეს, იქ სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა.
მსვლელობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ძეგლის აღების ფაქტი და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.