შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ოფისში ხორავას ქუჩის საქმის განხილვა არასრულწლოვანების დაკითხვით გრძელდება. ამ წუთებში უწყებაში სამი მოზარდი იმყოფება, რომლებიც მკვლელობის თვითმხილველები არიან. ისინი სამინისტროში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ.
მოზარდები კამერასთან კომენტარს არ აკეთებენ, რადგან მათ გაუთქმელობაზე ხელი აქვთ მოწერილი.
ცნობილი ხდება, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს.
უცნობია, სულ რამდენი არასრულწლოვანია დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. ადვოკატები დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. ისინი კომენტარს, სავარაუდოდ, დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.