17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის სამმა თვითმხილველმა მოზარდმა, შსს-ს შენობა დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის სამმა თვითმხილველმა მოწმემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ოფისი უკვე დატოვა. ისინი სისხლიანი გარჩევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს.

მოზარდებმა საგამოძიებო უწყების შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. არასრულწლოვნებთან ერთად იმყოფებოდნენ მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც ასევე შეიკავეს თავი დამატებითი განმარტების გაკეთებისგან.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩის საქმის განხილვის ფარგლებში 10-მდე არასრულწლოვანი იმყოფება დაკითხვაზე.

დღის ამბები