მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. ჰაწვალის ფერდობზე დღეს სტარტს აიღებს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი, გაიმართება ტურნირი სპეციალურ და გიგანტურ სლალომში.
მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ - ბავშვები, მოზრდილები და ჯუნიორები.
ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები მესტიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.