17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
32 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა - ანა ჭალიძე მუშაობას ოპოზიციის მხარდაჭერის გამო ვერ იწყებს

32 წლის ქალმა მტკვარში თვითმკვლელობის მოტივით გადახტა. სამი შვილის დედამ მეტეხის ხიდზე აღნიშნული გადაწყვეტილება დაგროვილი პრობლემების გამო მიიღო.

უსამსახუროდ დარჩენილი ქალს საბანკო დავალიანების დაფარვას ყოველ დღე სთხოვდნენ, ბოლოს 150-ლარიანი ხელფასის ჩამოჭრით დაემუქრნენ მისი მეგობარს, რომელიც სესხის გამოტანის დროს თავდებში ჩაუდგა.

სიკვდილს 32 წლის ქალი მაშველებმა გადაარჩინეს. საბედისწერო დღეს მისი ვალების რაოდენობა კიდევ 500 ლარით გაიზარდა, რადგან თვითმკვლელობის მცდელობა საქართველოში ჯარიმით ისჯება.

ანა ჭალიძე ოჯახთან ერთად 18 წელია წალკაში ცხოვრობს. ის დაგროვილი ვალების დაფარვის მიზნით სახლსაც ყიდის. მას შემდეგ რაც სამსახური დაკარგა, გაყიდა ყველაფერი საკუთარი ტანსაცმლის ჩათვლით.

წალკაში ადგილობრივები, ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებული. სამსახურის ძებნაში ანა ჭალიძემ კარდაკარ შემოიარა ყველა სახელმწიფო უწყება. წალკის საბავშვო ბაღში დამლაგებლად დასაქმებას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ელოდა, სადაც ბოლოს უთხრეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი იყო და მუშაობას ვერ დაიწყებდა.

წალკაში მერის მოადგილე მალხაზ გელოვანი კი, რომელსაც ანა ჭალიძე შევიწროებაში უშუალოდ ადანაშაულებს, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ის ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალის დახმარება თავად სცადა, საკუთარი სახლის დალაგება შესთავაზა, მაგრამ ის არ დათანხმდა.

სახელმწიფოს სოციალური დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ დიდი ქულები მოუვიდა და უარი უთხრეს.

ანა ჭალიძე სამი შვილის სარჩენად სამსახურს ამ დრომდე ეძებს.

დღის ამბები