17 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
"მნიშვნელოვანია დადგინდეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების რეალური გარემოებები ისე, რომ არავის არ გაუჩნდეს კითხვის ნიშანი" - ხატია დეკანოიძე

„ნამდვილად გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ მარტო ეს საქმე რომ იყოს, მხოლოდ ამ საქმის გამო შეიძლება ამ ვადის გაზრდა,“-ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. გუშინ, პარლამენტში ინიცირებული იყო ცვლილებები, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გახანგძლივებას გულისხმობს და ეს შეეხება ზვიად გამსახურდიას საქმესაც.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გარდა ამ საქმისა არსებობს სხვა არგუმენტებიც.

„ეს არ გამორიცხავს, რომ დამატებითი მსჯელობა იყოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებულ მუხლებზე როგორც არის ვთქვათ, წამების შემთხვევა, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით შესაძლებელია კიდევ გადავხედოთ. საერთოდ ვადის გაუქმებაზე შეიძლება იყოს საუბარი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმცირესობა კი თვლის, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე უნდა იქნას გამოძიებული ისე, რომ კითხვის ნიშნები მის გარდაცვალების გარემოებასთან დაკავშირებით როგორც ოჯახს, ასევე საზოგადოებას აღარ ჰქონდეს.

„ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს რეალური  მიზეზები, გარდაცვალების რეალური გარემოებები და მიზეზები ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ისე, რომ არავის არ გაუჩნდეს კითხვის ნიშანი და რეალურად არ დასჭირდეს ოჯახის უკიდურესი ზომების მიმართვა როგორც ამ შემთხვევაში ხდება. და საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები. სიმართლე გითხრათ სამართლებრივად შეფასების იმედი ამ ინსტიტუტების ნამდვილად არ მაქვს,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გამსახურდიების ოჯახის წევრები უკვე მე-10 დღეა მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები