თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრნენ, ნაძვის ხე ღნისძიებაში მონაწილე ბავშვებთან ერთად აანთეს.
ტრადიცია შეიცვალა და მთავარი ნაძვის ხე შემდგომ წლებშიც ასევე რესპუბლიკის მოედანზე აინთება. ამ ადგილას იქნება საახალწლო ბაზრობაც, და გალა კონცერტიც.