გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" სხვა ლიდერები ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და შტაბის უფროსებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო გაერთიანების მომავალ ხედვებს და მოქმედების გეგმებს. გრიგოლ ვაშაძის თქმით არჩევნები იყო მასშტაბურად გაყალბებული, თუმცა ძალადობაზე ორიენტირებული ხელისუფლებას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გააგრძელებენ მოქალაქეებთან კარდაკარ შეხვედრებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი კოლეგების იდეების და აზრების მოსმენა იმაზე როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში შეწყდეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. მიეცეს ოპოზიციას საშუალება ნორმალურად იფუნქციონიროს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში და რაც მთავარი არის საქართველოს მოქალაქეს მივეხმაროთ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.