17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
დეპუტატ თამარ ხულორდავას სამსახურეობრივი მანქანის დაზინებისთვუს დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

თელავში, "ქართული ოცნების" დეპუტატების სამსახურეობრივ ავტომობილზე თავდასხმის გამო დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა.

ზაზა ბერიკაშვილს გამოძიება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს პარლამენტარ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებას ედავება. მანქანაში მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. წაყენებული ბრალი 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბერიკაშვილს საზოგადოებრივი წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. 

დღის ამბები