საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ირაკლი როგავამ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "იბიერიელს" საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში სანდრო თოფურია წარუდგინა. სანდრო თოფურიამ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელებს, მშობლებს და პედაგოგებს მისი ფუნქცია მოვალეობები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ახალგაზრდა ელჩმა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს საჩუქრად კომპიუტერული და მულტიმედიური ტექნიკა გადასცა. მისი თქმით, ახალგაზრდა ელჩის ძირითადი ფუნქცია უკრაინელ სტუდენტებთან ურთიერთობა და ორი მოძმე ერის მაქსიმალური დაახლოება იქნება.