"მეტრა პარკის" მობინადრეები "მეტრა დეველოპმენტის" წინააღდეგ - სამშენებელო კომპანია "მეტრა დეველოპმენტი" ტერიტორიაზე კიდევ სამი 9 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, რაც მოსახლეობის აზრით, უკვე დასრულებულ კომპლექს საფრთხეს შეუქმნის. დღეს მობინადრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და კომპანიისგან მშენებლობის შეწყვეტა, მერიისგან კი საკითხის საფუძვლიანი შესწავლა მოითხოვეს.
კომპანიის წარმომადგენლები თქმით, გეოლოგიური დასკვნაში არაფერი საგანგაშო არაა და კორპუსებს ისე ააშენებენ, რომ საფრთხეს არავის შეუქმნიან.