ყაჩაღობა თბილისის ცენტრში - ცოტა ხნის წინ თამარაშვილის 10 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინექს გრუპი“ დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, კომერციულ ობიექტში თავდამსხმელი შეიარაღებული შევიდა. დაყაჩაღებისას შენობაში ორგანიზაციის თანამშრომლები - მოლარე და ოპერატორები იმყოფებოდნენ. წაღებულია თანხის ნაწილი, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია.
„მოვედით და ვარკვევთ ახლა რა მოხდა შიგნით. შიგნით იყო მოლარე და ოპერატორები. მიკროსაფინანსოა მოგეხსენებათ,“-აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაყაჩაღების შემდეგ, თავდამსხმელი მიიმალა.
ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.