17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
გატაცების მორიგი ფაქტი - ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან შშმ პირი გაიტაცეს

გატაცების მორიგი ფაქტი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთიდან 33 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გაიტაცეს. ოკუპანტები მასაც სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ოთარ სამნიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მათივე განცხადებით, ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაწესებულ ჯარიმას ვერ გადაიხდიან.

„ერთია წაყვანილი, სავარაუდოდ ოთო არის სამნიაშვილი, რომელიც არის შშმ პირი,  რომელსაც უჭირს მეტყველება. ვერც სახელს იტყვის თავისას ვერც მისამართს ვერ იტყვის,“-აცხადებენ ადგილობრივები.

დღის ამბები