17 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
პატიმარი ირაკლი ჩხეიძე შიმშილობას განაგრძობს-მსჯავრდებულის ჯანმრთელობას მონიტორინგს ომბუდსმენის აპატარი გაუწევს

მოშიმშილე პატიმრის, ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს. საპროცესო გარიგების მოთხოვნით პატიმარი თითქმის ერთი თვეა შიმშილობს, პროკურატურა კი აცხადებს, რომ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი ჩხეიძემ თავად თქვა. პატიმარი ამ დროისთვის სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, თუმცა ის ექიმების დახმარებაზე უარს ამბობს. დაეხმარებიან თუ არა ომბუდსმენის წარმომადგენლები ჩხეიძეს სამართლებრივი დევნის საქმეზე უცნობია, რადგან ადვოკატისგან მათ საქმის დამატებითი მასალები ჯერ არ მიუღიათ.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე არაერთგზის მოინახულეს ხსენებული მსჯავრდებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ბუნებრივია მისი პროტესტის ფორმისა და ამ პროტესტის საფუძვლების შესახებ. თუმცა დამატებით ინფორმაციას ველოდებით მისი ადვოკატისგან რომ უკვე სრულყოფილად შევისწავლოთ ეს საქმე და თუ კი ჩვენს მანდატში იქნება შესაძლებლობა  რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირება განვახორციელოთ ბუნებრივია ასეც მოვიქცევით. ასევე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,“-განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, გვანცა ჩხეიძემ. 

დღის ამბები