ცხოვრება შიშის და წვიმის ქვეშ - ბობოყვათში სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი წლებია ავარიულ შენობაში ცხოვრობს. სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ბობოყვათის სკოლის ძველი შენობა სოციალურად დაუცველი 8 ოჯახისთვის სახლი 3 წლის წინ გახდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები იძულებულები არიან, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ავარიულ შენობაში იცხოვრონ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქობულეთის მერიას და მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათ უშედეგოდ წერეს წერილები ცენტრალურ ხელისუფლებასაც.
ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ბობოყვათის სკოლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი შეკეთება მერიის კომპეტენციაში არ შედის.
ადგილობრივი ოპოზიცია კი მმართველ გუნდს პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზის მოძიებისკენ მოუწოდებს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.