უკიდურესად გაჭირვებული 7 სულიანი ოჯახი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს-გურიაში, სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლომთათიძეების ერთადერთი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარებაა, რომელიც ოჯახს გამოსაკვებადაც არ ჰყოფნის. ავარიულ სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ბავშვების დედ-მამა და ბებია ცხოვრობს. წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის, ქარის დროს კი ძლიერად ირხევა და იმდენად საშიში ხდება, რომ ბავშვები გარეთ გაჰყავთ. სახლი საყიდლად ლომთათიძეებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის 5 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა მის გასარემონტებლად და ავეჯის შესაძენად, ოჯახს ბანკიდან ვალის აღება დასჭირდა. ლომთათიძეები ვერც სახლს ათბობენ, რადგან დახარჯული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ.
ლომთათიძეების კიდევ ერთი პრობლემა სახლამდე მისასვლელი გზაა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო ნალექიან ამინდში ისინი გარეთ თითქმის ვერ გადაადგილდებიან, ოჯახი მუნიციპალიტეტს ხრეშის მოყრას სთხოვს.
ავტორი: ლადო მენაბდე.