17 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნა და აჟიოტაჟი საზოგადოების მხრიდან - მწვავე რეაქციის შემდეგ, დავით ოქიტაშვილმა უკან დაიხია

დავით ოქიტაშვილის განცხადება და საზოგადოების მწვავე რეაქცია - რამდენიმე დღის წინ კულტურის პალატის პრეზიდენტმა ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის ჩამოშორება მოითხოვა. დავით ოქიტაშვილმა ეს მოთხოვნა იმით განმარტა, რომ  ოპერაში ნეპოტიზმია და ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის მისი კარი სწორედ ნინო ანანიაშვილის გავლენებით დაკეტილია. მან ისიც დაამატა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე-ანანიაშვილისგან.

მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ დავით ოქიტაშვილი არა საკუთარ მოსაზრებას აჟღერებს, არამედ იმ იდეებს, რომლებიც სახელისუფლებო წრეებში ტრიალებს. 

რეაქცია ხალხის მხრიდან იყო მყისიერი, ბუნებრივი და ხაზგასმულად ნეგატიური. ხელოვანების ნაწილს ოქიტაშვილის განცხადებებმა 30-იან წლებში მიმდინარე რეპრესიებიც კი მოაგონა. 

მკაცრი კრიტიკის შემდეგ, ოქოტაშვილმა უკან დაიხია და მისი პოზიციის გაჟღერება მედიის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა.

 

დღის ამბები