ინსპექტირების სამსახურის მოუმზადებელი ანგარიში და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმის გამოძიების გაჭიანურების მცდელობა - ასე აფასებს ბაჩანა შენგელია, განათლების კომიტეტში ჩანიშნული სხდომის გადადებას.
ია კერზაიას შვილს ინსპექტირების სამსახურთან შეკითხვები არა მხოლოდ სკოლაში ჩატარებულ შემოწმებაზე, არამედ მათ მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებითაც აქვს.
„როგორც ჩანს ინსპექტირების სამსახურს არ აქვს პასუხები მწვავე შეკითხვებზე,რომელიც არსებობს. ისინი ცდილობენ კიდევ უფრო შეთითხნონ ეს საქმე , დაამატონ ყალბი ცნობები,არის დანაშაულის ნიშნები.თუ მართლები არიან და თუ სამართლებრივად ყველაფერი სწორად აწარმოეს, ამ კითხვებზე პასუხი წესით არ უნდა გასჭირვებოდა,“-ამბობს ბაჩანა შენგელია.
ხვალ ია კერზაიაზე განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაციას ბაჩანა შენგელია, პროკურატურას მიაწვდის.