17 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფი RMG Gold-ისგან ანგარიშს ჩაიბარებს

დეპუტატების და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების შესრულება - „RMG Gold”-ის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს შეხვდებიან. 

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს ერთი მთავარი მოთხოვნა აქვთ - კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრამდე ახალი სამუშაოების დაწყების უფლება არ უნდა მიეცეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

"სამინისტროს მხრიდან კრიტიკული დასკვნაა დაწერილი. ამ ზიანის აღმოფხვრასთან დაკავშირებით უნდა გამოსწორდეს ყველაფერი, შეიქმნა ის პროგრამა, რომლის შესრულების მონიტორინგსაც ვახორციელებთ,"-ამბობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. 

 

დღის ამბები