17 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
აქცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისაღებში - შშმ პირი პროტესტის ნიშნად ეტლის დატოვებას აპირებს

აქცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისაღებში - ხულოს რაიონის მკვიდრი, შშმ პირი ჯემალ ჭელიძე საპროტესტო აქციას მართავს და იგი სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. როგორც ეტლით მოსარგებლე ამბობს, ის უსახლკაროა და სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

ჭელიძის განმარტებით, მთავრობა მას არანაირ პირობას არ უქმნის არსებობისთვის და ამიტომ ის ეტლის დატოვებას პროტესტის ნიშნად სამინისტროში აპირებს.

დღის ამბები