17 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხანჯლით მიყენებული ჭრილობა - წავკისში დაჭრილი სოსო დორეულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა 

სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი სოსო დორეული ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას ხანჯალი ზურგში ჩაარტყეს. მედიკოსების ინფორმაციით, დორეულს დაზიანებული აქვს ფილტვი.

გვიან ღამით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„დაზიანება იყო მიყენებული ბასრი დანით, მე-11 /მე-12 ნეკნს შუა, ჭრილობა არ იყო შემავალი, დამუშავდა ჭრილობა. ამჟამად პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურია,“ -განაცხადა ექიმმა ნიკა გავაშელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები