სასტიკი და სისხლიანი გარჩევა წავკისში - ხანჯლით მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, დაჭრილია კიდევ ორი. მოკლულები ბიძაშვილები არიან, 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები. ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. დამნაშავეები კი შემთხვევის ადგილიდან სავარაუდოდ, საკუთარი მანქანით მიიმალნენ. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არც მოკლულები და არც დაჭრილი კონფლიქტური პიროვნებები არ ყოფილან. ისინი ვერ ასახელებენ მიზეზს, რასაც შესაძლოა კრიმინალური გარჩევა მოჰყოლოდა.
„ვიღაცეები მოვიდნენ სამი ოთხი მანქანითო და ორი ბიჭი მოუკლავთ. დანებით. ერთი დაჭრილი ჩემი ბიძაშვილია, საავადმყოფოშია“-ამბობს ადგილობრივი.
მოკლულებისა და დაჭრილის მეზობლები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტაბახმელაში მცხოვრებლები არიან.