17 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - განათლების სამინისტროში ბაჩანა შენგელიას ბრალდებებს პასუხობენ 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში ჩანიშნული განხილვა გადაიდო. მიზეზად განათლების სამინისტროში ტექნიკური ხარვეზებს ასახელებენ. მათი განცხადებით, უწყებას საბუთების მოსამზადებლად დრო სჭირდება.

მინისტრის მოადგილე ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელაიას ბრალდებას პასუხობს, რომელმაც უწყება დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო დაინტერესებულია საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხები გაეცეს. 

„თუ ვთქვით,რომ სამინისტროს აქვს სურვილი მსგავსი ტიპის საქმიანობა აწარმოოს, მაშინ უფრო მეტ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მხოლოდ ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან. ამიტომ ვფიქრობ რომ არ არის სწორი შეფასება. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები არის. ყველა ეტაპზე ვართ დაინტერესებული როგორც ინსტიტუცია, რომ ყველა კითხვას პასუხის გაეცეს. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის იცავდა ყველა ადამიანის, განსაკუთრებით საკუთარი თანამშრომლების ინტერესებს,"-ლევან ხარატიშვილი.

დღის ამბები