იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალაქ რეჯიო კალაბრიაში ქართველმა მამაკაცმა ჯერ ცირკის ტერიტორიაზე შეაღწია, შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა. ცხოველმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.
მამაკაცის დახმარება ცირკის თანამშრომლებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.