ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ვაკანტურია. თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ასარჩევია მისი მოადგილე. გიორგი შარაბიძეს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.
ამ შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევისგან განსხვავებული პროცედურებია გასავლელი. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ადმინისტრაციაში შექმნილი სპეციალური კომისია საკანონმდებლო ორგანოს სამ კანდიდატურას წარუდგენს, აქედან ერთს პარლამენტი ცესკოს წევრის სტატუსით დაამტკიცებს, მის მოადგილედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას კი კვლავ ცესკოს წევრები მიიღებენ.
პროცედურები უახლოეს დღეებში დაიწყება.